16 ივნისი 2024,   15:10
ვრცლად
"საია" სააპელაციო სასამართლოში „პანორამა თბილისის“ საქმეზე საჩივარს წარადგენს

"საია" დღეს სააპელაციო სასამართლოში „პანორამა თბილისის“ საქმეზე საჩივარს წარადგენს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პირველი ინსტანციის განჩინების გაუქმებას და სააპელაციოს მიერ საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვას ითხოვს.

„პანორამა თბილისის" სარჩელზე საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა 22 ივნისს შეწყვიტა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა 2 სამშენებლო ნებართვის გაუქმებას, რის საფუძველზეც, ქალაქის ისტორიულ ცენტრში სასტუმრო და გასართობი კომპლექსები შენდება.

უარის თქმის მოტივად მოსამართლემ ვადების დარღვევა დაასახელა.

„ის არგუმენტები, რომელიც სასამართლომ დაასახელა წარმოების შეწყვეტის გასამართლებლად, არის ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან. ბუნებრივია, ვითხოვთ იმას, რომ ეს განჩინება შეიცვალოს და საქმე დაბრუნდეს განხილვაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებართვები, რომელიც გაცემული იყო მშენებლობებთან დაკავშირებით, არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან, მშენებლობების ნებართვა გაიცა იმ ადგილებში, სადაც ამ ტიპის ნაგებობების აშენება არის კანონთან შეუსაბამო და აკრძალული,“ - განაცხადა "საიას" წარმომადგენელმა, ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები