06 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
უწყლოდ დარჩენილი მოსახლოება - ვარკეთილში გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ
შუა ზაფხულში უწყლოდ დარჩენილი მოსახლოება - ვარკეთილის მესამე მასივის პირველი კვარტილის მეოთხე კორპუსის მცხოვრებლები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, წყლის გარეშე ისინი უკვე მეოთხე დღეა არიან.
 
მოსახლოება ამბობს, რომ წყლის დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის დასრულდება ის. ადგილობრივების მტკიცებით, გამგეობა ცისტერნებით წყლის მომარაგებას დაპირდა, თუმცა დანაპირები ჯერ არ შეუსრულებია.
დღის ამბები