06 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
შტურმი ვენესუელის პარლამენტში - დაშავებულია 8 ადამიანი

ვენესუელაში პარლამენტის შტურმის დროს რვა ადამიანი დაშავდა. მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ და ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პრეზიდენტის მხარდამჭერები ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული. გარდა ამისა, მათ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც ჰქონდათ. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის უფლებების შეზღუდვის მცდელობის გამო, ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები აპრილის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

დღის ამბები