06 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
დონალდ ტრამპი ხვალ ჰამბურგში პირველ შეხვედრას გამართავს ვლადიმერ პუტინთან

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დიდი ოცეულის სამიტის წინ პოლონეთს სტუმრობს. დონალდ ტრამპი რეგიონალურ სამიტს დაესწრება, რომელშიც ევროპის 12 ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. შეერთებული შტატების პრეზიდენტი სიტყვითაც გამოვა და ამერიკა-ევროპის ურთიერთობაზე ევროპელებს საკუთარ ხედვას გააცნობს.

ასევე ცნობილია, რომ სამიტში მონაწილე ქვეყნებს დონალდ ტრამპი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, ამერიკული თხევადი აირის მიწოდებას შესთავაზებს.

ხვალ კი დონალდ ტრამპი ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას გამართავს ვლადიმერ პუტინთან. განხილვის მთავარი თემები სირია, უკრაინა და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები იქნება.

დღის ამბები