06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართება. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და შეერთებული შტატების პრფეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგება და ნახევარ საათს გაგრძელდება.

ოფიციალური კრემლის მონაცემებით, პრეზიდენტები ორმხრივ ურთიერთობებს, სირიის კონფლიქტს და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

უკრაინის კონფლიქტი იქნება ასევე რუსეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემაც. 

დღის ამბები