06 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ჰამბურგი მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები ჰამბურგი. დიდი ოცეულის სამიტის მოწინააღმდეგეებთან შეტაკებების დროს დაშავდა 80-მდე პოლიციელი. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია, მომიტინგეებს შორის დაშავებულების შესახებ.

აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და ნაგვის ყუთებს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ჰამბურგში, სადაც დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად უკვე ჩასულია მონაწილე ქვეყნების ლიდერთა დიდი ნაწილი, არეულობას დღესაც ელოდებიან.

დღის ამბები