06 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში"- ჰამბურგში აქციები გრძელდება

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში"- ამ ლოზუნგით მეორე დღეა ჰამბურგში გლობალიზაციის მოწინააღმდეგეები აქციებს მართავენ. დემონსტრანტები იმ კომპლექსთან მიახლოებას ცდილობენ, სადაც ლიდერები უნდა შეიკრიბონ, პოლიცია კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს დემონსტრანტებმა პოლიციელებზე იერიში ქვებითა და ბოთლებით მიიტანეს. სამართალდამცველებმა კი, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის პოლიციელებიც არიან.

სამიტის მსვლელობის დროს ჰამბურგში უსაფრთხოების დასაცავად 21 ათასი პოლიციელია მობილიზებული.

დღის ამბები