06 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
ევროპარლამენტი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტას მოითხოვს

ევროპარლამენტი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტას მოითხოვს. ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტარებმა მიიღეს. ისინი დიალოგის ოფიციალურად შეწყვეტას მოითხოვენ, თუ ანკარა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდაზე კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს.

ამ ცვლილებას მხარი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა აპრილში გამართულ რეფერენდუმზე დაუჭირა.

ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება თურქეთს სტაბილურობისა და უსაფრთხოების დასაცავად სჭირდება.

დღის ამბები