18 მაისი 2024,   12:28
ვრცლად
პრობლემა სოფელ აბასთუმნის სკოლაში - შენობის მეპატრონე მასწავლებლების გაშვებას ითხოვს, განათლების სამინისტროში კი კომენტარს არ აკეთებენ

სოფელ აბასთუმნის სკოლის 7 მასწავლებელი სამსახურიდან გაშვების მოლოდინშია. გათავისუფლების მიზეზი, დირექტორის მიერ გამოცხადებული მკაცრი საყვედურია, რომელსაც პედაგოგები არ ეთანხმებიან. 

დაპირისპირება მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის შენობის მეპატრონემ 7 მასწავლებლის გათავისუფლება მოითხოვა. სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების უმეტესობამ პედაგოგების გაშვებას მხარი არ დაუჭირა.

შენობა, რომელშიც წლებია აბასთუმნის საჯარო სკოლა მუშაობს, მისი მეპატრონის, გენადი ენდელაძის მონაყოლით, წინა ხელისუფლების დროს იძულებით დაათმობინეს. გენადი ენდელაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ კი, სასამართლოს ძალით, შენობა დაიბრუნა. 

გენადი ენდელაძე სკოლის მუშაობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი სკოლას მისთვის არასასურველი პედაგოგი დატოვებენ. შენობის მფლობელი განათლების სამინისტროს ყოველთვიურ იჯარის ფულის გადახდასაც სთხოვს.

სოფელ აბასთუმანში სკოლის გარეშე დარჩენის საფრთხეა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

თუკი შენობის მფლობელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაღალმთიანი სოფლის 65 მოსწავლეს განათლების მიღება მეზობელ სოფელში, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მოუწევთ. 

დღის ამბები