06 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
ტილერსონის ინფორმაციით, ტრამპმა პუტინთან შეხვედრისას პირველი არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი წამოსწია

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრის დეტალები მედიას ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გააცნეს.

აუდიო ბრიფინგზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რუს კოლეგასთან საუბრის დროს პირველი არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი წამოსწია, თუმცა ვლადიმერ პუტინმა გავლენის მოხდენის მცდელობა უარყო.

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან სერგეი ლავროვმაც.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირი შეხვედრა ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შედგა.

მოლაპარაკება, დაგეგმილი 40 წუთის ნაცვლად, 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამის გამო, რუსეთის ლიდერმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დაიგვიანა და ბოდიში მოიხადა.

დღის ამბები