06 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
G20-ის სამიტი ჰამბურგში მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე მიმდინარეობს

დიდი ოცეულის სამიტი ჰამბურგში მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე მიმდინარეობს.

შეტაკებები გლობალიზაციის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის ბოლოს ქალაქში პოლიციისა და სამხედროების დამატებითი ჯგუფებიც შეიყვანეს.

არეულობის დროს დაშავებულ სამართალდამცველთა რაოდენობა ღამით 200-მდე გაიზარდა, დაკავებულია 100-ზე მეტი მომიტინგეც.

აქციის დროს ანტიგლობალისტებმა ქუჩებში ბარიკადები აღმართეს, დაწვეს მანქანები, დაარბიეს და გაძარცვეს მაღაზიები.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

დღის ამბები