06 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
სირიაში ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტის მორიგი ზავი უნდა ამოქმედდეს

სირიაში ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტის მორიგი ზავი უნდა ამოქმედდეს. შეთანხმებას შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და იორდანიამ ამანში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს.

მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბრძოლო მოქმედებები სირიის სამხრეთ-დასავლეთით სამ რაიონში შეწყდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ეს შეთანხმება უფრო კომპლექსურია და შესაძლოა, ქვეყანაში კონფლიქტის რეალური დეესკალაციის პირველი ნაბიჯი გახდეს. 

დღის ამბები