18 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
თურქეთში ოპოზიციის მასშტაბური მსვლელობა ხვალ სტამბოლში დასრულდება

თურქეთში ოპოზიციის მასშტაბური მსვლელობა დასასრულს უახლოვდება. "სამართლიანობის მარში" სამი კვირის წინ ანკარაში დაიწყო და ხვალ სტამბოლში, მრავალათასიანი მიტინგით დასრულდება.

მსვლელობის ორგანიზატორი თურქეთის მთავარი ოპოზიციური გაერთიანება "რესპუბლიკური სახალხო პარტიაა".

აქციის მონაწილეები, რომლემაც 450 კილომეტრი ფეხით გაიარეს, თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებულ რეპრესიებს აპროტესტებენ.

პარტიის ლიდერის განცხადებით, ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებენ. 

დღის ამბები