18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
ერაყის სამთავრობო ძალები მოსულზე სრული კონტროლის აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ

ერაყის სამთავრობო ძალები მოსულზე სრული კონტროლის აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ისლამისტი მებრძოლები მხოლოდ რამდენიმე მეტრის ფართობზე არიან გამაგრებული და წინააღმდეგობის გასაწევად თვითმკვლელ ქალებს იყენებენ.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ”ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების შესახებ ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა, როდესაც სამთავრობო ძალებმა ქალაქის მთავარი მეჩეთი გაათავისუფლეს.

გაეროს შეფასებით, მოსულში ძირითადი ინფრასტრუქტურის აღსადგენად მილიარდ დოლარზე მეტი იქნება საჭირო.

დღის ამბები