18 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
G20-ის წევრი ქვეყნების ლიდერები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტის საბოლოო კომუნიკეს ტექსტი შეიმუშავეს. მოლაპარაკებების მეორე დღე ძირითადად ვაჭრობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს დაეთმო.

გავრცელებული ცნობით, ლიდერებმა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს შორის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული უთანხმოებიდან გამოსავალი მოძებნეს და კომუნიკეს კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ.

ცნობილი გახდა დიდი ოცეულის მომდევნო სამიტის ჩატარების ადგილიც. მომავალ წელს ლიდერები არგენტინაში შეიკრიბებიან, 2019 წელს კი სამიტს პირველად იაპონია  უმასპინძლებს.


ამავე თემაზე
დღის ამბები