18 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
ვირტუალური და რეალური ოკუპაცია - ე.წ. საზღვრები და მავთულხლართების სიგრძე შიდა ქართლის რეგიონში ამ დრომდე იზრდება

ე.წ. საზღვარს რუსი მესაზღვრეების 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. რუსულმა საზღვარმა Google-ის რუკების მიხედვით სოფელ აძვის იმ ნაწილზეც გადმოიწია, საიდანაც ბანერი, თითქმის, კილომეტრის დაშორებით დგას. ინფორმაცია ადგილობრივებმა არ იციან, ამიტომ მათ მუდმივად ემუქრებათ საფრთხე, რომ რუსი სამხედროები დააკავებენ.

ვალოდია თომაშვილმა ნაკვეთი რამდენიმე წლის წინ შეისყიდა. მაშინ არც კი უფიქრია, რომ მცოცავი ოკუპაცია მის ბაღამდე მოვიდოდა. ამბობს, რომ არ იცის, რუსი სამხედროები საკუთარ ნაკვეთში, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, როდის დააკავებენ.

ვირტუალური და რეალური ე. წ. საზღვრები შეცვლილია სოფელ ჯარიაშენშიც. საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელთან ახლოს არც რუსული ბანერი დგას და არც ქართული პოლიცია. შემთხვევითი გამვლელი კი ისე მოექცევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვერც კი გაიგებს.

ის, რომ ე.წ. საზღვრები შეიცვალა და მოსკოვის ამის დაკანონებას ცდილობს, კარგად იციან თბილისში, თუმცა რატომ არაფერს აკეთებს მთავრობა Google map-ზე შეცვლილი რეალობის გამო, ამაზე პასუხი საგარეო უწყებას არა აქვს. თავდაცვის მინისტრი კი, რომელმაც საერთაშორისო ვირტუალურ რუკებზე გაგრძელებულ ოკუპაციის შესახებ „კურიერის“ გადამღები ჯგუფისაგან შეიტყო, პირობას დებს, რომ ამ ფაქტს აუცილებლად გააპროტესტებს.

ამ დროისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალას შიდა ქართლში 52 კილომეტრიანი საზღვარი აქვთ გავლებული, რეგიონში მცხოვრები ასობით მოქალაქე საკუთარი მიწის და უმრავლეს შემთხვევაში, სახლის გარეშეც დარჩა. მავთულხლართების სიგრძე შიდა ქართლის რეგიონში ამ დრომდე იზრდება.

დღის ამბები