18 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
„ყველას გვაკვირვებს ხელისუფლების მდუმარება"- არინა თავაქარაშვილი ოკუპაციაზე

„ყველას გვაკვირვებს ხელისუფლების მდუმარება. აღშფოთება და შეშფოთება საკმარისი არ არის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ, გადავარჩინოთ და შეჩერდეს ოკუპაცია, რომელიც მცოცავი ოკუპაციის სახით მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ხდება“, - ამის შესახებ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსტიტეტის პროფესორმა, არინა თავაქარაშვილმა, განაცხადა.

არინა თავქარაშვილმა საზოგადოებისა და ახალგაზრდების პროტესტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროტესტში ხელისუფლება უნდა იყოს ჩართული და მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მიმართოს.

„ოკუპაცია გრძელდება ახალი ფორმით, ტყვიის და ბომბების გარეშე შემოდის რუსეთი, ეს უფრო საშინელია. ხელსუფლება შეიძლება მთვლემარე იყოს და საზოგადობასაც გამოეპაროს“, - აღნიშნა არინა თავქარაშვილმა.

არინა თავქარაშვილმა კომენტარი დაგეგმილ ე.წ. "ქართველთა მარშზეც" გააკეთა. მას ეს აქცია რუსული პროექტის ნაწილი ჰგონია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები