18 მაისი 2024,   14:06
ვრცლად
დაკარგული აქვს ადეკვატურობის შეგრძნება - ხატია დეკანოიძე მცოცავი ოკუპაციაზე უმოქმედობის გამო მთავრობას აკრიტიკებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, ანექსიის გაპროტესტებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ აღიქვამს.

ხატია დეკანოიძე G20-ის სამიტის დროს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე საქართველოს საკითხის არდაყენებას ხელისუფლების სისუსტედ აფასებს.

„ქვეყნის ხელისუფლებას დაკარგული აქვს ადეკვატურობის შეგრძნება და მან, რეალურად, ყველა მიმართულებით, დიპლომატიური მიმართულებით, საერთაშორისო მიმართულებით, საერთაშორისო მოლაპარკებები, ორმხრივი, სტრატეგიული, თავისუფალი სამყაროს ლიდერებთან ურთიერთობით დაკარგა, არ გაააქტიურა ის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც ეწოდება ჩვენს სტრატეგიულ მეკავშირეებთან ალიანსი, ზუსტად ოკუპაციის მიმართულებით,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მინისტრის მხრიდან „არაადეკვატური და მავნებლური, კაპიტულანტური“ განაცხადები ისმის და დაამატა, რომ მსგავსი განცხადება სოზარ სუბარმა გააკეთა, რის გამოც, პრემიერს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც შეეძლო. 

დღის ამბები