06 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
მარში "სამართლიანობისთვის" - პრეზიდენტის საწინააღმდეგო მიტინგში თურქეთში

მარში "სამართლიანობისთვის", რომელიც ანკარაში 2 კვირის წინ დაიწყო, სტამბოლში მასშტაბური საპროტესტო აქცით დასრულდა. აქციის მონაწილეები მასობრივ დაკავებებსა და ათასობით ადამიანის სამუშაო ადგილებიდან დათხოვნას აპროტესტებდნენ.

თურქეთის პრეზიდენტის საწინააღმდეგო მიტინგში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი რეჯეფ თაიპ ერდოღანის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ოპოზიციური პარტიების დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ერდოღანმა კი, საპროტესტო აქციაში მონაწილეები ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. 

დღის ამბები