06 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულზე კონტროლი დაამყარეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულზე კონტროლი დაამყარეს. განცხადებას ერაყის პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერმა, რომელიც მოსულში სამხედროებთან და მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდა, ქალაქში დარჩენილი ტერორისტების ლიკვიდაციის და ქუჩების განაღმვის ბრძანება გასცა.

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი ისლამისტებმა 2014 წელს დაიკავეს. ინტენსიური ბრძოლა მის გასათავისუფლებლად ბოლო 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები