06 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
კომპრომატები კლინტონის წინააღმდეგ - ტრამპის შვილი რუს იურისტთან შეხვედრას ადასტურებს 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი კრემლთან დაახლოებულ რუს იურისტთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს.

გაზეთ "The New York Times"-ის ცნობით, ნატალია ვესელ-ნიცსკაია უმცროს ტრამპს ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ კომპრომატების გადაცემას ჰპირდებოდა, თუმცა პრეზიდენტის შვილმა განაცხადა, რომ რეალურად რუს იურისტს მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს.

უმცროსი ტრამპისა და ვესელ-ნიცკაიას შეხვედრა შარშან, 9 ივნისს, ნიუ-იორკში გაიმართა. ორ დღეში კი, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. ეს არის რუსეთის მოქალაქესთან ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრების პირველი შეხვედრა, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა.

დღის ამბები