06 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
პუტინთან კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ცენტრის შექმნა - ტრამპს თანაპარტიელები აკრიტიკებენ

ვლადიმერ პუტინთან კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ცენტრის შექმნის საკითხის განხილვის გამო დონალდ ტრამპს თანაპარტიელები აკრიტიკებენ. "რესპუბლიკელები" აცხადებენ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შემდეგ, ოფიციალური მოსკოვის ნდობა არ შეიძლება.

სენატორმა ლინდსი გრემმა ამ იდეას ტელეკომპანია NBC-ის ეთერში ყველაზე აბსურდულიც კი უწოდა.

კრიტიკის შემდეგ დონალდ ტრამპმა Twitter-ის ქსელში მორიგი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან კიბერუსაფრთხოების ცენტრის შექმნის საკითხის განხილვა არ ნიშნავს იმას, რომ მისი განხორციელება რეალურად შესაძლებელია.

დღის ამბები