06 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თურქეთში ვიზიტით იმყოფება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თურქეთში ვიზიტით იმყოფება. რექს ტილერსონი სტამბოლში მიმდინარე ენერგო კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც მან ნავთობწარმოების სფეროში 40 წლიანი მოღვაწეობისთვის სპეციალური ჯილდოც მიიღო.

სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა შარშან მომხდარი არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალება გაიხსენა და განაცხადა, რომ თურქმა ხალხმა შეძლო საკუთარი დემოკრატია დაეცვა.

ტილერსონს არ უხსენებია ამბოხების ჩახშობის შემდეგ, თურქეთში განხორციელებული მასობრივი დაკავებები და ქვეყანას შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა.

დღის ამბები