06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ერაყში მოსულის გათავისუფლებას ზეიმობენ

ერაყში მოსულის გათავისუფლებას ზეიმობენ. ქალაქში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შესახებ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა.

ჰაიდერ ალ აბადი სამთავრობო ძალებისთვის მისალოცად მოსულშიც ჩავიდა. ქალაქი რადიკალმა ისლამისტებმა 2014 წლის ივნისში დაიკავეს, მასზე კონტროლის აღდგენის ოპერაცია კი ერაყის არმიამ, 8 თვის წინ დაიწყო.

სამთავრობო ძალებს საერთაშორისო კოალიცია ავიაიერიშებით ეხმარებოდა. საბრძოლო მოქმედებების დროს მოსული 900 ათასამდე ადგილობრივმა დატოვა.

დღის ამბები