06 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
ლონდონში ქემდენის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარს ებრძვიან

ლონდონში ქემდენის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ერთ-ერთი შენობაში გაჩნდა და ყველა სართულს მოედო, იწვის სახურავიც. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო მანქანა, სამაშველო ოპერაციაში კი 70 მეხანძრეა ჩართული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები