06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ირლანდიურმა როკ ჯგუფმა U2-მ ევროპული ტურნე დაიწყო

ირლანდიურმა როკ ჯგუფმა U2-მ ევროპული ტურნე დაიწყო. პირველი კონცერტი ჯგუფის წევრებმა ლონდონში ჩაატარეს და თემად საკუთარი ალბომის "ჯოშუა თრის" 30 წლიან იუბილეს მიუძღვნეს.

მუსიკოსებმა ძველი და ახალი ალბომებიდან ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულეს. ამის შემდეგ სცენაზე ბონომ ჯგუფ "ოაზისის" სოლისტი ნოელ გალაჰერი მიიწვია და ერთ-ერთი სიმღერა მასთან ერთად შეასრულა.

U2​-მ ევროპული ტურნე 7 ქალაქში გაიმართება. ბოლო კონცერტს როკ ჯგუფი ამსტერდამში პირველ აგვიტოს ჩაატარებს.

დღის ამბები