06 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
ძლიერი ხანძარი მოსკოვის სავაჭრო ცენტრში

ძლიერი ხანძარი მოსკოვში. ცეცხლი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა. დაშავდა, სულ მცირე, 14 ადამიანი, აქედან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სავაჭრო ცენტრიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

პირველადი ვერსიით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

დღის ამბები