06 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ავიაკატასტროფა მისისიპში - დაიღუპა საზღვაო ფლოტის 16 მოსამსახურე

16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავიაკატარსტროფას მისისიპის შტატში.

სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც საზღვაო ფლოტის მოსამსახურეები იმყოფებოდნენ, ქალაქ ჯექსონიდან 100 კილომეტრში, დაუსახლებელ ზონაში ჩამოვარდა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ბორტზე მყოფი მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ადგილზე დაიღუპნენ.

ამ დროისთვის უცნობია ავიაკატასტროფის მიზეზები. 

დღის ამბები