06 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
უმცროსი ტრამპის რუსული კავშირების საქმეში ახალი დეტალი გამოიკვეთა

უმცროსი ტრამპის რუსული კავშირების საქმეში ახალი დეტალი გამოიკვეთა.

New York Times-ის ცნობით, არსებობს წერილი, რომელშიც ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ კომპრომატების წყაროდ რუსეთის მთავრობაა დასახელებული.

ეს წერილი კი უმცროსმა ტრამპმა პუბლიცისტ რობ გოლდსტოუნისგან მიიღო. სწორედ გოლდტიუნმა შეახვედრა პრეზიდენტის შვილი რუს იურისტს, რომელსაც ჰილარი კლინტონზე კომპრომატები ჰქონდა.

რუსებთან კავშირს თავად დონალდ ტრამპიც და მისი გარემოცვაც დღემდე კატეგორიულად უარყოფენ. თავად პრეზიდენტის შვილი აცხადებს, რომ მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. 

დღის ამბები