06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 30 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას აპირებს

რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 30 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას აპირებს. ეს იქნება პასუხი ობამას ადმინისტრაციის მიერ დეკემბერში დაწესებულ სანქციებზე. მაშინ შეერთებულმა შტატებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო, 35 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა და რუსეთს ამერიკაში არსებული დიპლომატიური საკუთრებაც ჩამოართვა.

რუსეთიც ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას აპირებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას, ლავროვისა და ტილერსონის მოადგილეების შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონი მოსკოვს დიპლომატიურ საკუთრებას ამ დრომდე არ უბრუნებს.

დღის ამბები