06 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
გერმანიამ თურქეთის ავია ბაზიდან ტექნიკის გაყვანა დაიწყო

გერმანიამ თურქეთის ავია ბაზიდან ტექნიკის გაყვანა დაიწყო. ინჯირლიკის ბაზაზე თვის ბოლომდე მხოლოდ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები დარჩება, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობენ.

თურქეთსა და გერმანიას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დაიძაბა. მიზეზი არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, თურქეთში დაწყებული მასობრივი დაკავებები გახდა.

ინჯირლიკის ავიაბაზის დატოვების შემდეგ, გერმანიის სამხედრო ტექნიკა იორდანიის ბაზაზე განთავსდება.


დღის ამბები