06 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
დონალდ ტრამპის შვილმა რუსეთთან დაკავშირებული მიმოწერა გაასაჯაროვა

დონალდ ტრამპის შვილმა რუსეთთან დაკავშირებული მიმოწერა გაასაჯაროვა. წერილებში, რომლებიც მან პუბლიცისტ რობ გოლდ-სტოუნსისგან მიიღო, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ კომპრომატების წყაროდ რუსეთის მთავრობაა დასახელებული. ტვიტერის საშუალებით გამოქვეყნებულ წერილებში ჩანს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილი, მზად იყო რუსეთისგან დემოკრატი კანდიდატის მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მიეღო. მისი განცხადებით, რუს ადვოკატთან საუბრის შესახებ მამამისმა არაფერი იცოდა. ტრამპ უმცროსის მტკიცებით, შეხვედრაზე მან დაპირებული ინფორმაცია ვერ მიიღო.

დღის ამბები