06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთს ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობა აწყობდა

დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთს ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობა აწყობდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია CBN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" ენერგოპოლიტიკა რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევისას ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა, საფუძველს მოკლებულია.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიალოგის მომხრეა და ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს.

დღის ამბები