06 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
"დემოკრატმა" კონგრესმენებმა აშშ-ის კონგრესს ტრამპის იმპიჩმენტის წინადადებით მიმართეს

"დემოკრატმა" კონგრესმენებმა შეერთებული შტატების კონგრესს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის წინადადებით მიმართეს.

ბრედ შერმანმა შესაბამისი განცხადება წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს გადასცა. კონგრესმენის მტკიცებით, რუსეთთან დაკავშირებული გამოძიებისთვის ხელის შეშლა და შემდგომში პრეზიდენტის მიერ FBI-ს ხელმძღვანელის სამსახურიდან გათავისუფლება, სამართლიანობის აღსრულებისთვის ხელის შეშლად შეიძლება შეფასდეს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წინადადებას თეთრ სახლში უკვე გამოეხმაურნენ და ინიციატივას სასაცილო უწოდეს.

დღის ამბები