06 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ახალი კანონპროექტები შევიდა

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი კანონპროექტი შევიდა. დოკუმენტის ტექსტი სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის იდენტურია. წარმომადგენელთა პალატაში პირველად დარეგისტრირდა კანონპროექტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებაც. დოკუმენტის ავტორები ბრედ შერმანი და ელ გრინი არიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზეც მიმდინარე გამოძიებას დონალდ ტრამპი ხელს უშლის.

თავად პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვს ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად არჩევა უფრო აწყობდა. დონალდ ტრამპმა არა ერთხელ შეადარა მისი გარემოცვის რუსულ კავშირებზე მიმდინარე გამოძიება ალქაჯებზე ნადირობას. პრეზიდენტის ამ შეფასებას არ იზიარებს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე მისივე წარდგენილი კანდიდატი. კრსიტოფერ რეიმ დანიშვნამდე სენატორთა შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ კანონის უზენაესობის ერთგული იქნება.  

პოლიტიკური სკანდალის ფონზე, თავად დონალდ ტრამპი კი, საფრანგეთში იმყოფება. ის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ევროპაში მეორე ვიზიტით გაემგზავრა.

აშშ-ის პრეზიდენტი თავის ფრანგ კოლეგასთან ერთად ხვალ ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს გაუძღვება.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, ნოდარ ჭადაშვილი

დღის ამბები