06 ოქტომბერი 2024,   22:32
ვრცლად
საბერძნეთში გაუსაძლისი სიცხეების გამო ტურისტული ადგილები 17 საათამდე დაიხურება

საბერძნეთში გაუსაძლისი სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის უმეტეს რეგიონებში 40 გრადუსს აჭარბებს, რის გამოც ხელისუფლებამ ტურისტული ადგილების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

არქეოლოგიური ძეგლების დათვალიერება მსურველებს შუადღის პირველი საათიდან 5 საათის ჩათვლით არ შეეძლებათ.

ხელისუფლება მოქალაქეებს მზეზე ყოფნისგან თავის შეკავებასა და სახლებში დარჩენას ურჩევს. მოსახლეობა ტყის ხანძრების რისკის შესახებაც გააფრთხილეს.

დღის ამბები