06 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ანტარქტიდას გიგანტური აისბერგი მოწყდა - ყინულის მასა ერთ ტრილიონ ტონას იწონის

ანტარქტიდას გიგანტური აისბერგი მოწყდა. ყინულის მასა ერთ ტრილიონ ტონას იწონის და ფართობით ლონდონზე 4-ჯერ დიდია. შედეგად ლარსენის შელფური მყინვარი 12%-ით შემცირდა. ამ ცვლილების აღმოჩენა "ნასას" თანამგზავრის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

მეცნიერები მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდნენ, რადგან ანტარქტიდის ამ მონაკვეთზე ყინულის საფარს ბზარები აღენიშნებოდა. მათი ვარაუდით, აისბერგი უფრო მცირე ნაწილებად დაიშლება და მოძრაობას ჩრდილოეთის მიმართულებით დაიწყებს.

დღის ამბები