06 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
დაპირისპირება უკრაინის რადასთან - საკანონმდებლო ორგანო ბლოკირებულია  

საპროტესტო აქცია უკრაინის საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა დილიდან რადას შესასვლელი ჩაკეტეს.

ისინი დეპუტატებისთვის ხელშეუხებლობის მოხსნის საკითხის განხილვას ითხოვენ.

აქციაში 500-მდე ადამიანი მონაწილეობს. შეტაკებები კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ადგილიდან ევაკუატორის გამოყენებით იმ მანქანების გაყვანა სცადეს, რომლებითაც მომიტინგეებს რადას შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული.

არეულობის დროს პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. 

შემთხვევის ადგილიდან ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

 

დღის ამბები