18 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
ფოთში ე.წ. სასწავლო ცენტრის შენობაში 80-მდე ოჯახი 5 წელია ავარიულ კორპუსში ცხოვრობს

ფოთში ე.წ. სასწავლო ცენტრის შენობაში 80-მდე ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდება. სოციალურად დაუცველები და დევნილები უკვე 5 წელია ავარიულ კორპუსში ცხოვრობენ. შენობის კედლები ყოველი წვიმის დროს იშლება.

შენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები და დევნილები მას შემდეგ შესახლდნენ, რაც კორპუსი 2014 წელს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დაცალეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ძველი მობინადრეებისთვის ახალი ფართების გადაცემა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდა, რომლის თანახმადაც ყოფილი სასწავლო ცენტრი ავარიული და სიცოცხლისთვის სახიფათოა.

შენობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. "კურიერს" ამ უწყებაში განუმარტეს, რომ თვითნებურად შეჭრილ მოსახლეებზე ისინი პასუხისმგებლობას იხსნიან, რადგან მათი სამინისტროს პრეროგატივა არაა. შენობის გარემონტებაზე უარს აცხადებენ ადგილობრივ გამგეობაშიც. როდემდე მოუწევს 80-მდე ოჯახს გაუსაძლის პირობებში ცხოვრება უცნობია.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები