06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიებამ ფაქტების წარმოდგენა ვერ შეძლო - სერგეი ლავროვი

შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიებამ ფაქტების წარმოდგენა ვერ შეძლო. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს არ აქვს ძალაუფლება ამერიკის არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მეზობელ ქყვეყნებთან განსხვავებული დამოკიდებულება ექნებოდა.

მისივე თქმით, რუსეთი ყველგან რუსეთის პოლიტიკის მომხრეებს დანიშნავდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები კი, მოსკოვთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებდნენ, ასევე არ მოხდებოდა უკრაინის კონფლიქტი.

„რუსეთი ისეთ ქყევნად არის წარმოდგენილი, რომელსაც მსოფლიოს, შეერთებული შტატებისა და გერმანიის მართვა შეუძლია. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენს გარშემო ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ისეთი დამოკიდებულება არ ექნებიდა მოსკოვის მიმართ, როგორიც ახლა აქვთ. არ იქნებოდა უკრაინის კრიზისი, ასევე სხვა პრობლემები დნესტრისპირეთის ჩათვლით. ასეთი გავლენიანები რომ ვიყოთ, რუსეთი ყველგან თავის ხალხს დააყენებდა. თუკი შეერთებულ შტატებთან გამკლავება შეგვიძლია, ჩვენს ახლოს მყოფ ქვეყნებსაც ადვილად გავუმკლავდებოდით," - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

დღის ამბები