06 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა პოლიტიკური საკითხები და სირიის ომი განიხილეს

დონალდ ტრამპის ვიზიტის პირველი დღე პარიზში ეიფელის კოშკზე გამართული სადილით დასრულდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი რესტორანში ემანუელ მაკრონმა, მეუღლესთან ერთად დაპატიჟა. მანამდე კი, ლიდერებმა პოლიტიკური საკითხები და სირიის ომი განიხილეს.

დონალდ ტრამპმა მისი კრიტიკული ტონი პარიზის კლიმატის შეთანხმების მიმართ, რომლის ქომაგიცაა მაკრონი, ვიზიტისას შეცვალა და მიანიშნა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ამ საკითხზე პოზიცია შეიცვალოს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ლიდერებმა ინვალიდების სასახლე დაათვალიერეს, სადაც ტრამპმა ემანუელ მაკრონის მეუღლეს კომპლიმენტის სახით უთხრა, რომ ის მშვენიერ ფორმაშია.

დღის ამბები