06 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
სალვადორ დალის ნეშტის ექსჰუმაცია 20 ივლისს მოხდება

სალვადორ დალის ნეშტის ექსჰუმაცია 20 ივლისს მოხდება. გადაწყვეტილება კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო. ამის მიზეზი კი მარია პილარ აბელის განცხადება გახდა, რომელიც ირწმუნება, რომ ის ლეგენდარული ხელოვანის შვილია. 61 წლის ქალი აცხადებს, რომ მისი დედა გასული საუკუნის 50-იან წლებში დალის ოჯახში მუშაობდა და მხატვართან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

ის 2007 წლიდან ცდილობს დაამტკიცოს, რომ სალვადორ დალის შვილია, რისთვისაც დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს. სალვადორ დალის ფონდი ექსჰუმაციის წინააღმდეგი იყო, თუმცა ექსპერტიზა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინიშნა.

დღის ამბები