06 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ჰურგადაში დანით შეიარაღებულმა კაცმა 2 გერმანელი ტურისტი მოკლა, 4 ადამიანი კი დაჭრა

თავდასხმა უცხოელ ტურისტებზე ეგვიპტეში - პოპულარულ საკურორტო ქალაქ ჰურგადაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი გერმანელი ტურისტი მოკლა, კიდევ 4 ადამიანი კი დაჭრა.

ორივე გარდაცვლილი ქალია. დაშავებულები სომხეთის, რუსეთისა და ჩეხეთის მოქალაქეები არიან.

სასტუმროს ტერიტორიაზე 28 წლის თავდამსხმელმა ახლოს მდებარე ღია პლაჟიდან შეაღწია.

მომხდარის შემდეგ ის სამართალდამცველებმა დააკავეს და ახლა მოტივის დადგენას ცდილობენ.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ეჭვმიტანილი ISIS-ის წევრი იყოს. ადგილობრივი მედია კი წერს, რომ თავდამსხმელს შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.

დღის ამბები