06 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
ნიცაში მასშტაბური ტერაქტის წლისთავი აღნიშნეს

ნიცაში მასშტაბური ტერაქტის წლისთავი აღნიშნეს.

სანაპირო ქალაქში საფრანგეთის ლიდერი პარიზში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დასრულების შემდეგ ჩავიდა.

ემანუელ მაკრონი მემორიალურ ღონისძიებას პირადად უძღვებოდა. ცერემონიას ესწრებოდნენ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტები, ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი. ასევე, როკ ჯგუფ იუთუს სოლისტი ბონო, რომელიც გასულ წელს მომხდარი თავდასხმის დროს ნიცაში იმყოფებოდა.

ტერაქტის დროს დაღუპული 86 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად ქალაქში კონცერტი გაიმართა, რის შემდეგაც ცაში თეთრი ბუშტები გაუშვეს, ფოიერვერკის ნაცვლად კი სინათლის 86 სვეტი გამოსახეს.

დღის ამბები