06 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
1 წელი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან

თურქეთში ამბოხის წლისთავს აღნიშნავენ. სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში კიდევ 7 ათასზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს.

ახალი ბრძანებულების თანახმად, სამსახურებიდან დაითხოვეს პოლიციელები, სამხედროები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები და აკადემიკოსები.

სამხედრო გადატრიალების მცდელობას 2016 წლის 16 ივლისის ღამეს ანკარასა და სტამბოლში 260 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ათასზე მეტი კი დაშავდა.

ამბოხის ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყოფილ სასულიერო პირს, ფეტჰულა გიულენს, ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას მოითხოვს. 

დღის ამბები