06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ტრამპის რუსეთთან კავშირების გამოსაძიებლად კონგრესის უმცირესობის ლიდერი დამოუკიდებელი კომისიის შექმნას ითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, რუსეთთან კავშირების გამოსაძიებლად წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი დამოუკიდებელი კომისიის შექმნას მოითხოვს.

ნენსი პელოსის განცხადებით, დონალდ ტრამპი უმცროსის შეხვედრა რუს იურისტთან სერიოზულ კითხვებს აჩენს ადმინისტრაციის ოფიციალურ მოსკოვთან კავშირების შესახებ.

პელოსიმ რესპუბლიკელები დემოკრატების ინიციატივის იგნორირებაშიც დაადანაშაულა.

ამერიკული მედიის ცნობით, რუსი ადვოკატისა და დონალდ ტრამპის შვილის შეხვედრას გასულ წელს საბჭოთა დაზვერვის ყოფილი ოფიცერიც ესწრებოდა, რომელსაც შეერთებული შტატების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები