06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
მოზარდები ლონდონის რამდენიმე უბანში ხალხს სახეში მჟავას ასხამდნენ

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ორი არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც ქიმიური ნივთიერების გამოყენებით თავდასხმების მოწყობაში არიან ეჭვმიტანილები.

ლონდონში საათნახევრის განმავლობაში ასეთი 5 შემთხვევა მოხდა.

15-16 წლის მოზარდები დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ და ხალხს სახეში მჟავას ასხამდნენ. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ეჭვმიტანილების დაკავების მიუხედავად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. 

დღის ამბები