06 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
ფლორიდაში, გრუნტის ჩავარდნის შედეგად, ორი საცხოვრებელი სახლი განადგურდა

ფლორიდაში, გრუნტის ჩავარდნის შედეგად, ორი საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

შემთხვევა ქალაქ ტამპის მახლობლად მოხდა. შედეგად ადგილზე 60-მეტრიანი ღრმული გაჩნდა. 

შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან, რადგან ამ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლიდან ორი ძაღლი გადაარჩინეს, ახლომდებარე 9 შენობიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

მომხდარის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება 100-მდე ოჯახს შეუწყდა.

დღის ამბები