06 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
სენეგალის დედაქალაქ დაკარში საფეხბურთო ფანებს შორის დაპირისპირების შედეგად რვა ადამიანია დაღუპული

სენეგალის დედაქალაქ დაკარში საფეხბურთო ფანებს შორის დაპირისპირების შედეგად რვა ადამიანია დაღუპული. არეულობა სტადიონ ”დემბა დიოპზე” საფეხბურთო კლუბების ”ოაკამის” და ”სტად დე მბურის” მატჩი დროს დაიწყო.

ფანები ერთმანეთს სასტიკად უსწორდნებოდნენ. პოლიციამ მათ გასაშველებლად ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნაზე ათასობით გულშემატკივარი შეიკიბა, ისინი ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ, შედეგად მოხდა მასობრივი ჭყლეტა.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე აფრიკაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა,როდესაც სტადიონზე დაწყებული არეულობა ადამიანების სიკვდილით სრულდება. თებერვალში, ანგოლაში გამართული ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას მომხდარი დაპირისპირების დროს 17 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები