18 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე - ოპოზიცია და მესამე სექტორი გამოძიების ხელახალ დაწყებას ითხოვენ

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების ხელახალ დაწყებას მოითხოვენ. 

საქმის ახალ დეტალებს ახალ გარემოებად მიიჩნევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ გამოძიება საქმეზე უნდა განახლდეს. თუმცა, მმართველი გუნდი მათ ბრალდებებს არ პასუხობს.

საქმის გადახედვის აუცლებლობა კი სასჯელაღსრულების სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ "განსხვავებულ აქცენტებში" მიცემულ ინტერვიუს მოჰყვა. ირაკლი კორძაიას განცხადებით, მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის მთავარი მონაწილე პირები ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, დიმიტრი დარბაისელი იყვნენ. მისი თქმით, საქმის კურსში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარიც იყვნენ.

ირაკლი კორძია ასევე ღნიშნავს, რომ გეგმის შესრულების შემდეგ უწყებაში მილიონობით პრემია დარიგდა. ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სწორედ 2013 წლის დეკემბრის ღამით ე.წ. მატროსოვის ციხეში მომხდარის ამსახველი გამქრალი ვიდეომასალა და ამავე პერიოდში, სამინისტროში გაცემული საეჭვო რაოდენობის პრემიებია ის, რის საფუძველზეც, ევროსასამართლოს დარწმუნება შეძლეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ღირებული აღმოჩნდება საგამოძიებო უწყებისთვის საქმის ახალი დეტალები და სისტემის ყოფილი თანამშრომლის აღიარება.

ამავე თემაზე
დღის ამბები